რეგიონები
ბათუმის ბულვარში ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ
03 იანვარი, 2016. 14:39
დილიდან ბათუმის ბულვარში ხეებს და მწვანე ნარგავებს თოვლისგან ათავისუფლებენ. ნალექმა ბამბუკების ხეივანი და მაგნოლიის ხეები დააზიანა.
ბულვარის ადმინისტრაციისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მწვანე ნარგავების გადარჩენის აქციაში რიგითი ბათუმელები ჩაერთვნენ.
აქციაში მონაწილე ექიმ ლევან კალვიანის განცხადებით, ბულვარი ბათუმის სიამაყეა და ხეების გადარჩენა ყველას ვალია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განცხადებით, რისკის ქვეშ მყოფი წიწვოვანი და ფოთლვანი ხეები თოვლისგან გათავისუფლდა და ბულვარს დიდი ზიანი არ მიუღია.
ბულვარში თოვლმა 7 ხე და 2 ევკალიპტი წააქცია. ბათუმში 30 დეკემბრის ღამეს მოთოვა და სამი დღის განმავლობაში თოვდა.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57