reportiori.ge - დიდთოვლობის გამო ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:21
რეგიონები
დიდთოვლობის გამო ზუგდიდის რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ავტორი:
03 იანვარი, 2016. 14:48


ზუგდიდის რაიონის დიდი ნაწილი დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქალაქ ზუგდიდში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ძლიერი ყინვის გამო ზუგდიდში ბუნებრივი აირის მიწოდება ერთი ღამით შეწყდა. კომპანია სოკარმა მილებისა და რედუქტორების გაყინვის გამო მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყვიტა.



ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი ზუგდიდის რაიონის მაღალმთიანი სოფლები და სოფლებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 500-ზე მეტი აბონენტი ამ დრომდე უშუქოდ რჩება. ელექტროენერგიის აღსადგენად ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი თქმით დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.



ადგილობრივი ხელისუფლება გზების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს, თუმცა ზუგდიდის რაიონში ისევ თოვს და შესაბამის ტექნიკას მუშაობა უჭირს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016