სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს.
ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ილია მეორეს თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან.
"არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა. მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან", - ბრძანა პატრიარქმა.