გზის გაწმენდითი სამუშაოები სპეციალური ტექნიკით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ წუთებში გზა იწმენდება სოფლებში კონჭკათი, თხინვალი, ნატანები, შრომა, ბახვი, ვაკიჯვარი, ჭანიეთი, ლაითური და ნარუჯა. დღის ბოლომდა საავტომობილო მოძრაობა აღდგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.
უხვი ნალექის და გადაუღებელი თოვლის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა, პრობლემა შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც.
პრობლემურ ლოკაციებში მთელი ღამის განმავლობასი იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მუნიციპალიტეტი არსებულ ყველა რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.