დღეს, 20:00 საათზე - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება ჯემალ სეფიაშვილის საშობაო შემოქმედებითი საღამო „მიყვარხართ!", რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს 83-ე წლისთავის აღსანიშნავად ტარდება.
კონცერტში მონაწილეობენ: მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ცისანა სეფიაშვილი, ნინო ძოწენიძე, მამუკა ჩარკვიანი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორის ჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი მეფისაშვილი, ანსამბლები: ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, "ფორტე", სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა, „მეკო-სტუდიოს" ბავშვთა გუნდი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge და თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სალაროში.
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებს.