რეგიონები
ქობულეთში თოვლმა სამი სათბური გაანადგურა
04 იანვარი, 2016. 14:24
ქობულეთის სოფელ გვარაში თოვლმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი სათბური გაანადგურა. ორ ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულ სათბურებში იანვრის ბოლოს კიტრის და პომიდვრის მოსავალი უნდა აეღოთ.
უკრაინული კომპანიის V&T AGRO-ს თანამშრომელმა ნუგზარ რომანაძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით ზარალი ორ მილიონ დოლარს აღწევს.
„წუხელ ღამით დაიწყო თოვა, ვეღარ გაუძლო კონსტრუქციამ და დაინგრა. იანვრის ბოლოს უნდა აგვეღო მოსავალი. 99%-ით განადგურებულია სათბურები. ორ მილიონ დოლარამდე ზარალი გვაქვს", - განაცხადა ნუგზარ რომანაძემ.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57