reportiori.ge - სოფელ ბერშუეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი პირი გაიტაცეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:22
რეგიონები
სოფელ ბერშუეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი პირი გაიტაცეს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 17:27



გორის რაიონში, სოფელ ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავთან ახლოს, ე.წ.მესაზღვრეებმა, ორი ადამიანი დააკავეს.

საბა სეხნიაშვილი და ლაშა გლურჯიძე სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყვნენ წასულები.



საბა სეხნიაშვილი ე.წ. მესაზღვრეებს გამოექცა, ხოლო ლაშა გლურჯიძე ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.


ლაშა გლურჯიძის დედა აცხადებს, რომ შვილის მობილური ტელეფონი დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა.



საბა სეხნიაშვილის განცხადებით, მეგობართან ერთად ეკლესიაში შედიოდნენ, რა დროსაც 8 შეიარაღებული პირი გამოჩნდა., ამ დრომდე გლურჯიძის ოჯახს არავინ დაკავშირებია.



გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის განცხადებით, სამების ეკლესია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. შესაბამისად, ახალგაზრდებს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. გამგებლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბერშუეთელები ხშირად გადაადგილდებიან. მათ შორის სალოცავში სხვადასხვა დღესასწაულზეც მიდიან.

დავით ცერცვაძის განცხადებით, საქმის კურსშია ჩაყენებული როგორც ძალოვანი უწყებები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.






 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016