„ახალგაზრდობას გასაქანი უნდა მივცეთ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გაუნათლებლები გავაპარპაშოთ?", - ამ განცხადებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში აკეთებს:
„როდესაც იწყებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, უნდა გყავდეს მინისტრთა ჩრდილოვანი კაბინეტი, გამოცდილი ფინანსისტები, ეკონომისტები, იურისტები, დიპლომატები და ა.შ. ახალი ხელისუფლებისთვის განსაკუთებით ტრაგიკული აღმოჩნდა დიპლომატიის სფერო. ეს საქმე ქაოსურად ჩააბარეს მაია ფანჯიკიძეს და ისეთი ელჩები დანიშნა, რომლებიც მსოფლიო დიპლომატიაში ითვლებიან დიდ კურიოზებად. დღესაც, თვალი რომ გადაავლო, ერთი-ორის გარდა, ყველა ანეკდოტია. გოგო-ბიჭებით გაავსეს საელჩოები. კი, ბატონო, ახალგაზრდობას გასაქანი უნდა მივცეთ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გაუნათლებლები გავაპარპაშოთ?" , - ამბობს სოსო ცინცაძე.
წყარო: კვირის ქრონიკა