რუსეთში პოპულარული ბლოგერი Enjoykin ახალ ვიდეორგოლს აქვეყნებს- სახელწოდებით: „ახალ წელს გილოცავთ, ახალგაზრდა მეგობრებო!"
კლიპი ორი კვირის მანძილზე 6 მილიონ 894 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ვიდეომიმართვაში, სავარაუდოდ საიქიოდან, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი სიმღერით ულოცავს ქვეყანას ახალ წელს და მიმოიხილავს ქვეყნის მიერ განვლილ ძირითად ეტაპებს.
"ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს! გიგზავნით ჩემს მხურვალე სალამს, სინათლის სიკეთის და თავისუფლების მებრძოლებო! ჩვენ რწმენით ვიყურებით წინ, რთული იყო გაუკვალავ გზაზე სიარული, ამ წელს ომიც გადავიტანეთ, გვჯერა რომ წარმატების და ბედნიერების მომტანი იქნება ახალი წელი! წინ ახალი ცხოვრებაა, წინ ახალი დაბრკოლებებია, თუმცა გვექნება ბევრი დიადი გამარჯვება, რომელიც ახალი სამყაროს დასაბამი იქნება !", - სიმღერით გვესალმება ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი.
წყარო: tb24.ge