reportiori.ge - „დაფიქსირდა ხეების მოჭრის ფაქტი, სადაც განლაგებული იყო ელექტროენერგიის გადამცემი ანძები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
რეგიონები
„დაფიქსირდა ხეების მოჭრის ფაქტი, სადაც განლაგებული იყო ელექტროენერგიის გადამცემი ანძები“
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 18:41



სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინფორმაციით, ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილების პრობლემა პრაქტიკულად, არ არის.


მისი განცხადებით, გზები გაწმენდილია და მიუხედავად იმისა, რომ ამინდი კვლავ ფუჭდება, პრობლემა არ შეიქმნება; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ენერგო პროსთან" ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

 

ამ დროისთვის, ჩხოროწყუში 100 აბონენტია გათიშული. აბაშაში, გუშინ, პრობლემა არ შექმნილა. მცირე გათიშვები იყო, მაგრამ დენის მიწოდება სწრაფად აღდგა. ამჟამად, 100-მდე აბონენტია დენის გარეშე დარჩენილი. ზუგდიდში 800 მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მარტვილში დაზიანების კერებს ეძებენ, სადაც 700-მდე აბონენტს შეუწყდა დენის მიწოდება. წალენჯიხაში 500-მდე აბონენტს დენის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება. ახლა, ამინდი კვლავ ფუჭდება, მაგრამ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ენერგო პრო ჯორჯიასთან" ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ცენტრალურ მაგისტრალებზე გადაადგილების პრობლემა პრაქტიკულად არ არის, გაწმენდილია გზები. ამას გარდა, დაფიქსირდა ხეების მოჭრის ფაქტი, სადაც განლაგებული იყო ელექტროენერგიის გადამცემი ანძები. სამართალდამცავები დაადგენენ, ეს ხეები შეგნებულად მოიჭრა, თუ მათი დაზიანება სტიქიის შედეგად მოხდა", - განაცხადა ლევან შონიამ.

 

 

 

 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016