reportiori.ge - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:23
რელიგია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 19:59



ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 7 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც დღისა და ღამის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გზების გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


უხვი ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა იყო რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულში, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად მიმდინარეობდა კონჭკათის, თხინვალის, ნატანების, შრომის, ბახვის, ვაკიჯვრის, ჭანიეთის, დაბა ნარუჯის, ლიხაურის, ნაგომრის, მელექედურისა და ძიმითის მიმართულებით. ამ დროისთვის იწმინდება დაბა ლაითურის საავტომობილო გზა.


სამუშაო პროცესში ოზურგეთის მუნიცპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად უშუალოდ ჩაერთო.


 დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა ყველა სოფელში აღდგება. უხვი ნალექისა და გადაუღებელი თოვის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში პრობლემა შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც, თუმცა სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მუნიციპალიტეტი არსებულ ყველა რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების მხრივ პრობლემები არ შეექმნას. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016