reportiori.ge - სამეგრელო- ზემო სვანეთში სპეცტექნიკა გზებს მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:58
რეგიონები
სამეგრელო- ზემო სვანეთში სპეცტექნიკა გზებს მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდს
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 23:27


 

თოვასთან ერთად გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში. სპეცტექნიკა გზების გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებს. თოვის შეწყვეტისთანავე მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე გუბერნატორმა კობა ქანთარიამ დაათვალიერა.


დიდთოვლობის გამო, ამ დრომდე  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


4 იანვრის 22 საათის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 2600 მდე აბონენტს. აქედან სენაკში 800 აბონენტი გამორთულია უსაფრთხოების მიზნით. დღის განმავლობაში დაზიანებული აბონენტების უმეტესობას ელექტრო ენერგიის მომარაგება აღუდგა, თუმცა ინტენსიური თოვის გამო გაჩნდა დაზიანების ახალი კერები, უმეტესწილად მარტვილში, სენაკსა და აბაშაში. „ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ მობილიზებულია დამატებითი სარემონტო ბრიგადები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან. მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ ღამის მორიგე ჯგუფები. დილიდან კი პრობლემურ ადგილებზე გავლენ, როგორც ადგილობრივი ისე დამატებითი სარემონტო ჯგუფები, რომლებიც აქტიურად გააგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. სტიქიის დაწყების დღეს, რეგიონში ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა 10 ათასზე მეტ აბონენტს. 


რეგიონში გაზმომარაგება ხდება სტაბილურად. ზუგდიდში გამორთული 5 კორპუსიდან გაზის მიწოდება აღუდგა 4 საცხოვრებელ კორპუსს. დარჩენილ ერთ კორპუსში მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგების ჩართვა ამაღამვე მოხდება.


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორის დავალებით შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბს კოორდინაცია აქვს, როგორც მუნიციპალურ შტაბებთან ასევე ენერგო-პრო ჯორჯიას და სოკარ გაზის შტაბებთან. სამხარეო ადმინისტრაციაში მოქმედებს რეგიონალური ცხელი ხაზი.


სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები რომლებიც ამჟამადაც აქტიურად მოქმედებენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამართულად მუშაობს ყველა სასიცოცხლო ობიექტი. 


დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური შტაბი: 591 41 77 18


ფოთის შტაბი: 0493 22 12 95 ,591410326

აბაშის შტაბი: 599 855766

სენაკის შტაბი:  599 85 75 90; 591 90 20 90

ქალაქ ზუგდიდის შტაბი: 591  44  53 12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შტაბი:  0415 25 01 23

წალენჯიხის შტაბი:  599 87 66 88; 599 85 85 77 77

მესტიის შტაბი:  577 92 06 00

ჩხოროწყუს შტაბი:  599 85 66 07 .

ხობის შტაბი:  599856063

მარტვილის შტაბი:  577954849




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016