reportiori.ge - ტარიელ ხარხელაური: მოვიდა კაცი, რომელსაც ქართული სული უნდა გადაერჩინა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:00
პრეს-დაიჯესტი
ტარიელ ხარხელაური: მოვიდა კაცი, რომელსაც ქართული სული უნდა გადაერჩინა!
ავტორი:
04 იანვარი, 2016. 23:40



ფილოლოგი, პოეტი ტარიელ ხარხელაური საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს  კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას იხსენებს:


 

„უწმინდესი ილიას კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრება ჩემს სტუდენტობას დაემთხვა. მაშინ დაიწყო ქართული სულისა და სისხლის გამოფხიზლება, ამოძრავდა ეროვნული ხასიათი, რაც ყველაფერში იგრძნობოდა და ამ ძალას უნდა დაექუხა...

 

მივხვდით, ღვთის ძალით მოვიდა კაცი, რომელსაც ქართული სული უნდა გადაერჩინა, რადგან გამოღვიძებულ ეროვნულ სულს სწორად წარმართვა სჭირდებოდა. მოვიდა უძლიერესი პიროვნება ქართველების იმ გზაზე დასაყენებლად, რასაც სულიერების სამყარო ჰქვია. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ისე გაჭედილი იყო, სუნთქვაც კი ჭირდა.

 

ჩვენი თაობის უნივერსიტეტელებმა დაუეჭვებლად ვირწმუნეთ, რომ თავისუფლების სიომ დაჰბერა და ყველანი ლაღად ვგრძნობდით თავს. მართლაც რჩეული საზოგადოება შეიკრიბა იმ დღეს სვეტიცხოველში ამ ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ურთიერთობა ამ დიდებულ პიროვნებასთან, - განსაკუთრებით მას შემდეგ დავუახლოვდი, რაც ჩემი ვაჟიშვილი, ბექა ხარხელაური მომიკლეს. უწმინდესმა გადამატანინა ეს უდიდესი ტრაგედია რჩევა-თანაგრძნობით..."


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016