ლიმონი, სასარგებლო პროდუქტი რომ არის ეს ყველამ იცის, მაგრამ მას გარდა საკვებისა სხვა მრავალი საჭირო და სასარგებლო დატვირთვაც აქვს.
1. ის იდეალურად მოქმედებს სახის კანზე. ძილის წინ აუცილებლად დაიფინეთ სახეზე საფენი, რომელიც ლიმონის წვენში იქნება დასველებული. ეს სახეზე იდეალურად მოქმედებს.
2. ტუჩების გაუხეშების ან დასკდომის შემთხვევაში ლიმონი იდეალურია, ვიტამინების ნაკლებობა და სიცივე კანს აშრობს, ლიმონი კი ამ პრობლემას მარტივად უმკლავდება. გირჩევთ ძილის წინ ტუჩებზე ლიმონის წვენი წაისვათ.
3. თმის ბზინვარებისთვის და 1-2 ტონით გაღიავებისთვის ლიმონი იდეალური რამ არის. წაისვით თმაზე ლიმონის წვენი და მზეზე გაჩერდით სანამ არ გაშრება. შედეგს მალევე ნახავთ თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ.
4. ლიმონის წვენს ანტიბაქტერიული თვისება აქვს და იდეალურია ცხიმიანი კანისთვის. საღამოს სახე ლიმონის წვენით დაიმუშავეთ და 10 წუთში დაიბანეთ.
გაფრთხილებთ ამ პროცედურის შემდეგ მზეზე გასვლა არაა რეკომენდებული, ეს კანს საგრძნობლად გააღიზიანებს.
5. პიგმენტურ ლაქებზე ლიმონი ეფექტურად მოქმედებს. გირჩევთ, რომ ძილის წინ ლიმონის წვენი 15 წუთით პრობლემურ ადგილას გაიჩეროთ.
6. ლიმონი დაგეხმარებათ, რომ ფრჩხილები უფრო გაამაგროთ. 1 ჩ/კ ლიმონის წვენი შეურიეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთს და ნაზავი ფრჩხილებზე წაისვით.
7. ლიმონის მჟავას შეუძლია, რომ ბაქტერიები მოკლას. ამიტომ ლიმონი ეფექტურ დეოდორანტად მიიჩნევა. ლიმონი თაფლი და შვრია ერთმანეთში აურიეთ და იღლიაზე დაიდეთ. 1 საათში კი დაიბანეთ, შედეგს მაშინვე ნახავთ.
წყარო: aww.ge