საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გვიან ღამით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია რეგიონებში თოვლის გამო შექმნილი პრობლემებისა და მათ აღმოსაფხვრელად მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვითარების ადგილზე გასაცნობად, დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი.
რეგიონში ასევე იმყოფებიან ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.