reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვგონებ, კომენტარიც ზედმეტია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 14:51
პოლიტიკა
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვგონებ, კომენტარიც ზედმეტია!
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 14:26


„სათანადო შეფასება არ მისცემია საზოგადოების მხრიდან და არც პოლიტიკურ სპექტრში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბ-ნ მამუკა ახვლედიანის, თავისი არსით უპრეცედენტოდ გაბედულ განცხადებებს", - ამ განცხადებას  "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აკეთებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„მისი მხრიდან გამოითქვა პრეტენზიები საქართველოს იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესზე, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებსა და აღმასრულებელი ხელისუფლის მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფის დაუშვებლობაზე, რა დროსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ სამართლიანად გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სასამართლოს თავმჯდომარეს ფაქტობრივად მოუწოდა მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარებისკენ სასამართლო სისტემაში, რაც ცალსახად  ნეგატიურად უნდა იქნას შეფასებული, როგორც დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოზე პოლიტიკური ზეწოლის  კონკრეტული  შემთხვევა!

 

თავად ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ბ-ნ მამუკა ახვლედიანს, როგორც მაღალი სტატუსის მატარებელ დამოუკიდებელ ხელისუფალს, მოსამართლეს, გაუჩნდა პროტესტი სასამართლო სისტემის შიგნით, პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი და მიღებული გადაწყვეტილებების გამო, განსაკუთრებით აღსანიშნავი და დასაფასებელია. მით უფრო, იმ უტყუარი მტკიცებულებების ფონზე, რომელთა რიცხვში, სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის, ერთ შემთხვევაში მხეცური მკვლელობისა და მეორე შემთხვევაში სასტიკი ფიზიკური წამების საქმეებზე დადგენილი საბოლოო სასამართლო აქტები, რომელთა უკან, სულ ახლახანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში უვადოდ გამწესებული ლევან მურუსიძეა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა, როგორც "გამაოგნებელი"... აქ კი, ვგონებ, კომენტარიც ზედმეტია!", - ნათქვამია განცხადებაში.



თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი ჭკუას არ უნდა არიგებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თავის სისტემაში.


„არ მეგონა თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩემი დასაცავი გახდებოდა", - განაცხადა ახვლედიანმა იუსტიციის მინისტრისა და სასამართლო ხელისუფლებას შორის კავშირზე საუბრისას.


"არ მეგონა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს უნდა ჰქონდეთ. როცა იუსტიციის მინისტრი მსგავს მითითებებს აძლევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს  - რა  და როგორ უნდა გააკეთოს, ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ აქვს ამის უფლება არავის. არანაირი მითითება სისტემაში არ უნდა ხდებოდეს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ესაუბრება იუსტიციის მინისტრი, მე მგონი, ჭკუას არ უნდა არიგებდეს - როგორ მოიქცეს თავის სისტემაში. ფაქტობრივად წულუკიანის ნათქვამიდან გამოვიდა, რომ როდესაც სისტემაში პრობლემებია, არიგებს თუ როგორ უნდა მიხედოს მენეჯმენტს. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი მინისტრი ასე არ უნდა თვლიდეს, რომ რაიმეთი თუნდაც ჩვეულებრივ მოსამართლეზე მეტია.

 

მეშინია გაბრაზებულმა თეა წულუკიანმა ისეთი კანონი არ მიიღოს, რომ სასამართლო ხელისუფლება ვინმეს დაუქვემდებაროს.

 

ყველანაირად მოვერიდე ჩემს პრესკონფერენციაზე არ გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, როდესაც პარლამენტში მთავრობის დანიშვნა მიმდინარეობდა, თუმცა საპირისპირო მხრიდან კეთდებოდა განცხადებები. მაგალითად, იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინე კომენტარი, როდესაც მიმითითა, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ნამდვილად აღარ ეშინიათ მოსამართლეებს განცხადებების. მე ერთი რამის მეშინია, რომ ამ გაბრაზებულ გულზე ისეთი კანონი არ მიიღოს ქალბატონმა თეამ, რომ ვინმეს პირდაპირ არ დაგვიქვემდებაროს მოსამართლეები", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016