reportiori.ge - ელდარ რიაზანოვის ხსოვნის საღამო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
კულტურა
ელდარ რიაზანოვის ხსოვნის საღამო
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 15:42



8 იანვარს 19.00 ალ.გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გამოჩენილი რეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.



რეჟისორს გაიხსენებენ მისი მეგობრები და კოლეგები - ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვ. სიმღერებს მისი კონოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსები.



საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი - „საძინებლის გასაღები" (მთავარ როლებში - სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო).



პროექტრის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი".



ელდარ რიაზანოვი (1927 - 2015) -  საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი. 1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაიღო 50-მდე ფილმი, რომელთაგან თითქმის ყველა კინოკლასიკად არის აღიარებული.



ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში.





 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016