8 იანვარს 19.00 ალ.გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გამოჩენილი რეჟისორის ელდარ რიაზანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.
რეჟისორს გაიხსენებენ მისი მეგობრები და კოლეგები - ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი და სხვ. სიმღერებს მისი კონოფილმებიდან შეასრულებს ირმა სოხაძე. გაჟღერდება რიაზანოვის უცნობი ლექსები.
საღამოს დასასრულს ნაჩვენები იქნება ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი - „საძინებლის გასაღები" (მთავარ როლებში - სერგეი მაკოვეცკი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი ფომენკო).
პროექტრის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი".
ელდარ რიაზანოვი (1927 - 2015) - საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი. 1950 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. გადაიღო 50-მდე ფილმი, რომელთაგან თითქმის ყველა კინოკლასიკად არის აღიარებული.
ელდარ რიაზანოვი გარდაიცვალა 2015 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში.