reportiori.ge - 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:59
სპორტი
2015 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 17:36


6 იანვარს, 20:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს " 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი"-ის დაჯილდოვების ცერემონია. გამოვლინდება 2015 წლის საუკეთესო სპორტმენი. ასევე, საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდებიან კიდევ 9 ნომინაციაში. სპეციალური პრიზი გადაეცემა 5 ადამიანს.


ღონისძიებას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მოადგილეები, მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, სპეციალურად მოწვეული სტუმრები.


ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქეთევან მიქელაძე და მსახიობი კახაბერ მიქიაშვილი გაუძღვებიან.


ღონისძიების მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენენ ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნინო ქათამაძე, ანსამბლი "შვიდკაცა", ლუკა ზაქარიაძე და ნატალია ქუთათელაძე.                            


10 ნომინაცია

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი 

2)საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი

3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში  

4) საუკეთესო მსაჯი

5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია

6) საუკეთესო გუნდი

7) სპორტის საუკეთესო მენეჯერი

8) საუკეთესო ფედერაცია

9) საუკეთესო მწვრთნელი

10) საუკეთესო  სპორტსმენი

5  სპეციალური პრიზი

1) წლის აღმოჩენა

2) წლის ბიზნესკომპანია 

3) სპეციალური ჯილდო სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

4) წლის კაპიტანი

5) სტუდენტური სპორტის მხარდაჭერისთვის


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016