„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გარდაბნის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს.
„შეხვედრა გვქონდა გარდაბნის ადგილობრივ მოსახლეობასთან, პარტიის აქტივთან. საოლქო ორგანიზაციის კონფერენციის შედეგად, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ავირჩიეთ. ასევე, წარვადგინეთ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი, ბატონი, გოჩა ჯამარაული. თქვენ იცით გოჩას კარიერა - ის წლების განმავლობაში, სპორტით, ფეხბურთით იყო დაკავებული. მას საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში აქვს ჩატარებული. სპორტის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულად ჩაერთო ბიზნესში. ის არის კარგი მენეჯერი და რაც მთავარია, პატიოსანი ადამიანი, თავისი განვლილი ცხოვრებით. სამომავლოდ, ჩვენს გუნდთან ერთად, გარდაბნის რაიონის და ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი ღონიძიებების გატარებას ვგეგმავთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გოჩა ჯამარაული არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვებს.
„დღეს წარვადგინეთ კოალიცია „ქართული ოცნების" გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი.ეს კანდიდატი მისი პროფესიული უნარ- ჩვევების გამო შეირჩა, ის არის სუფთა წარსულის მქონე, თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელების რჩეული და ვფიქრობ, ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.