reportiori.ge - შსს-მ 201 აბი „ექსტაზი“ ამოიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:37
სამართალი
შსს-მ 201 აბი „ექსტაზი“ ამოიღო
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 10:21


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსი მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ. „ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 60,1192 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 1 აბი და აბის ნატეხები, რომელიც 0,0180 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ალექსი მ-ს ბუპრენორფინის და მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.



გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016