reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი იან კელის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 14:28
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იან კელის შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 13:22



გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იან კელისთან პირველი შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე  განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.  ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი.


საუბარი ასევე შეეხო მდგომარეობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ყურადღება გაამახვილა საქართველოში და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.


იან კელიმ წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს და აღნიშნა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგს და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. 


ამერიკის ელჩის განცხადებით, გაგრძელდება ღრმა და ფართო თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა გზით უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რა სფეროში ვიქნებით მისთვის ყველაზე საჭირო, რათა იგი წარმატებული გახდეს," - აღნიშნა იან კელიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.


 

 

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016