საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბარში ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან, მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვა შეხვედრა ჰქონდა. ბუკია ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს დამოუკიდებელი გუნდის შექმნა შეუძლია:
„ღარიბაშვილს აქვს ის, რაც ფასეულია პოლიტიკოსისთვის. ესაა რეიტინგი, ნდობა და მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილს სამივე თვისება აქვს, რაც, სურვილის შემთხვევაში, მას საკუთარი გუნდის შექმნის საშუალებას მისცემდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ, რომ მისი წასვლით „ქართულ ოცნებას" მოაკლდება მენეჯერი, რომელიც პოლიტიკურ ძალას სჭირდება არჩევნების წინ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნებიდან" არ წასულა. ამიტომ, მის საარჩევნო მენეჯერულ თვისებებზე წარსულ დროში არ უნდა ვილაპარაკოთ. რა მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს", - აცხადებს ბუკია.
წყარო: ახალი თაობა