პარლამენტის ყოფილი წევრი, იურისტი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება:
„მაპატიოს უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ, მისი წყენინება ნამდვილად არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე მაღალი პოლიტიკური პოსტი აქვს საპარლამენტო წარმომადგენლობაში, ზვიად კვაჭანტირაძის ლიდერობის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერს - გია ვოლსკის... კი ბატონო, ის თბილისელი ბიჭია, ასე თუ ისე, პარტიის ფუნქციონირებაში მონაწილეობდა, რაღაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, მაგრამ ის არ არის სახე, რომელმაც ქართველი მოსახლეობა უნდა მოხიბლოს. რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, ის ახალგაზრდა კაცია, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ გამოუცდელია", - ამბობს გელბახიანი.
წყარო: ალია