აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, მსახიობი დიმა ჯაიანი გაზეთ „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელისუფლება ახალ ელფერს შეიძენს. ჯაიანი ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობასაც დადებითად აფასებს:
"გიორგი კვრიკაშვილი საოცრად დადებითი პიროვნებაა. ჩვენ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ერთად ვიყავით და ვიცნობ. ვიცი მისი პიროვნება და ის არის ძალიან დახვეწილი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი კაცი.
მინისტრები კვირიკაშვილის ხელში სხვა, ახალ ელფერს შეიძენენ და ახალ ჰაერს ჩაისუნთქავენ. თუმცა, მგონია, რომ კვირიკაშვილი ერთ-ორ მინისტრს მაინც შეცვლის.
მე მისი წინამორბედის მოქმედებებსაც ძალიან დადებითად ვაფასებ. მან საშინელი ქვეყანა ჩაიბარა და მიიყვანა იქამდე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია", - ამბობს ჯაიანი.
წყარო: რეზონანსი