reportiori.ge - პირველადი მონაცემებით, აჭარაში, დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზიანი 10 ათას ლარამდე აღწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:54
რეგიონები
პირველადი მონაცემებით, აჭარაში, დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზიანი 10 ათას ლარამდე აღწევს
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 17:49



აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა.



მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად რეგიონს დიდი ზარალი არ უნახავს და პირველადი მონაცემებით, ზიანი 10 ათას ლარამდეა:


უახლოეს დღეებში, როცა დასტაბილურდება სიტუაცია, დავითვლით ზარალს. პირველადი ინფორმაციით, ზარალი 10 ათას ლარამდეა. ამ დროისათვის ქობულეთში გათიშულია 700-მდე აბონენტი. მიმდინარეობს სამუშაოები, ძირითადად პრობლემები სოფელ ქაქუთის მიმართულებითაა. დღეს დილიდან შეგვექმნა პრობლემა ხულოს რაიონში, სადაც 2 600 აბონენტია გათიშული. დღის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეს სურათი.

 

გზების დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში ცენტრალურ გზებს წმენდს და ავტოტრანსპორტის კუთხით შეფერხება რეგიონში არ ფიქსირდება.

 

წყალსადენის ძველი სისტემის აბონენტებს დღეს შეზღუდული აქვთ წყლით მომარაგება, რაც საღამომდე აღმოიფხვრება",  - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.




 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016