reportiori.ge - ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:59
სამართალი
ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 18:09



ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა სასამართლოში 18:30 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ ირაკლი კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმის - ირაკლი კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.


როგორც უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დაკავებულმა ირაკლი კირკიტაძემ თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.

 

"შსს-მ იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კ. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016