საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ცენტრალურ საავტომობილო გზებზე შექმნილი ვითარებისა და მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.
თოვლის და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ23-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის კმ1-კმ22 და კმ71-კმ140 მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ50-კმ71 მონაკვეთზე თავისუფალია.
ამ დროისათვის, ყველა მიმართულებით გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.