ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით ლევან მურუსიძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, სისტემის მსხვერპლი არ იყო. ამის შესახებ მიროტაძემ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მურუსიძე ყოფილა მსხვერპლი. შეუძლებელია, გირგვლიანი და მურუსიძე, ორივე, მსხვერპლი ვერ იქნება. გირგვლიანი არის მსხვერპლი, მურუსიძე-რეჟიმის ნაწილი. რა დოზით იყო ის ჩართული ამ პროცესებში, ეს სხვა საკითხია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა ადამიანებს, მაგალითად, რიგით პოლიციელებს, რიგით ჯარისკაცებს, რიგით ექიმებს, რიგით პედაგოგებს და ა.შ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები მიეღოთ. ისინი შეიძლება, განვიხილოთ რეჟიმის მსხვერპლად, ხოლო ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ქმნიდნენ სამართალს არ არიან რეჟიმის მსხვერპლი",- განაცხადა მიროტაძემ.