reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმი: ვეცდებით, ეკონომიკა დავაწიოთ სპორტს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:37
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმი: ვეცდებით, ეკონომიკა დავაწიოთ სპორტს!
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 01:25



2015 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მსოფლიო ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვა, - გამარჯვებული დღეს სპორტის ახალ სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააჯილდოვა.



პრემიერმა სპორტსმენებს წარმატებული 2015 წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ  პირადად გულშემატკივრობდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, რომელმაც ლოს-ანჟელესში, ურთულეს ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.



მინდა, მივესალმო ჩვენს სასიქადულო თანამემამულეებს, რომლებმაც არაერთხელ გვასწავლეს, რა არის სამშობლოს სიყვარული, სიამაყის გრძნობა. ძალიან მიხარია, რომ 2015 წელს ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საქართველოში აშენდა ახალი ინფრასტრუქტურა და ეს იმის საწინდარია, რომ ჩვენ გვეყოლება უფრო ჯანმრთელი ახალი თაობა, კიდევ უფრო მეტი სასახელო სპორტსმენი. სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სულ მოსახლეზე მედლების რაოდენობით საქართველო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, თუ არა ყველაზე პირველი. ჩვენ, მთავრობა, ვეცდებით, ეკონომიკა დავაწიოთ სპორტს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ჯილდოები კიდევ 9 ნომინაციაში გამარჯვებულებს გადაეცათ. ასევე, დაწესებული იყო 5 სპეციალური პრიზი. დაჯილდოების ცერემონიაში მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.


ღონისძიებაზე 2015 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ცერემონიას მთავრობის წევრები, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები დაესწრნენ.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016