reportiori.ge - თამაზ მეჭიაური: ყველაზე სწორი იქნება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:30
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: ყველაზე სწორი იქნება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 10:38


პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს.


როგორც „ინფო 9"-ს მეჭიაურმა განუცხადა, ის პარტიულ მშენებლობაში ჩართული არ არის და პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა, ვარაუდობს, რომ გადახალისება მოხდება.


მეჭიაური ვერ აკონკრეტებს, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეინარჩუნებს თუ არა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს:


„ღარიბაშვილი გადადგა და ვერ გეტყვით, ის თავმჯდომარის პოსტიდან წავა თუ არა, მაგრამ მისი გადასაწყვეტია, ამ გუნდში რა ფორმით დარჩება. ის თავს ამ გუნდის წევრად თვლის და ამას მივესალმები. ვინაიდან, ითქვა, რომ პოსტიდან უნდა გადადგეს, ალბათ, ის თავმჯდომარის თანამდებობას აღარც შეინარჩუნებს.

 

ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, თავმჯდომარის პოსტზე ივანიშვილი ყოფილიყო, მაგრამ მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. გუნდის უმრავლესობა ამ პოსტზე ივანიშვილს მოიაზრებს, მაგრამ ვისაც რეკომენდაციას გაუწევს, დიდი ალბათობით, თავმჯდომარე ის იქნება. არ არის გამორიცხული, თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყოს", - დასძინა მეჭიაურმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დეკემბრის ბოლოს დატოვა, მაგრამ ამ დრომდე, არ კონკრეტდება, ტოვებს თუ არა ის „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას.



წყარო: ინფო 9


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016