პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება - ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ადასტურებს. მისი თქმით, კვირიკაშვილის კანდიდატურა განიხილება არა იმიტომ, რომ ის პრემიერია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გუნდის სურვილი.
იქნება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი, კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა გუნდის შიგნით უნდა მოხდეს.
"ბატონი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მას შემდეგ, რაც ბატონმა ღარიბაშვილმა გაახმოვანა თავისი სურვილი, რომ პარტიული პოზიციიდან წავიდეს. თავად გუნდს სურს, რომ კვირიკაშვილი იხილოს პარტიის და კოალიციის ლიდერად", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.