reportiori.ge - ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღით- კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:08
სამართალი
ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღით- კატალონიაში 2 ქართველი მოკლეს
ავტორი:
07 იანვარი, 2016. 22:26


ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონასთან მდებარე ქალაქ ტერასაში 4 იანვარს ნაპოვნი 2 ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა და ისინი ქართველები არიან. ინფორმაციას კატალონიური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ტერასაში მოკლული პირები 31 და 46 წლის მამაკაცები არიან.


ორი გარდაცვლილი ადამიანი ქალაქ ტერასაში, ერთ-ერთ ბინაში ორშაბათს იპოვეს. ორივე მათგანს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივ მედიაში მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ მოკლულები უცხოელები, სავარაუდოდ კი, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.


გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, ასევე ეთნიკურად ქართველები, რომლებიც მკვლელობისას იმავე ბინაში იმყოფებოდნენ, თუმცა მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი მკვლელობის თვითმხილველები იყვნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობს, რომ ისინი შესაძლოა დანაშაულის თანამზრახველებიც არიან.


სამართალდამცავთა ინფორმაციით, ორმაგი მკვლელობა ერთი იარაღითაა ჩადენილი, შესაბამისად, პოლიცია ერთ მკვლელს ეძებს, რომელმაც მიმალვა მოახერხა.


დანაშაული 4 იანვარს, სავარაუდიდ, საღამოს 6 საათზე მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ქუჩა, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, მეტად წყნარი და უხმაუროა.



წყარო 

 

 

http://www.lavanguardia.com/local/terrassa/20160104/301190660800/tiroteo-terrassa.html





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016