მედიაში ავტომობილის ძარცვის ახალი მეთოდის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ავომობილის კაბერში გაჭედილი მონეტა, ხრიკი, რომელიც ბევრმა არ იცის.
ამის შესახებ „მარაო" მოგვითხრობს.
ბოლო დროს ქურდობის ახალი მეთოდი გავრცელდა, რომლის შესახებაც, სავარაუდოდ, ჯერ არ გსმენიათ.
მანქანაში ჩაჯდომის წინ დაათვალიერეთ მანქანის ოთხივე კარი, ხომ არ არის სახელურში გაჩხერილი ლითონის მონეტა?
თუკი უყურადღებოდ დატოვებთ ამ ფაქტს, იმ წამს არაფერი მოხდება და თქვენ მშვიდად წახვალთ თქვენს საქმეებზე, მაგრამ როცა საღამოს შინ დაბრუნდებით და კარს დისტანციური მართვის პულტით დაკეტავთ, მონეტა ჩარჭობილ კარზე არ იმოქმედებს და კარი ღია დარჩება, რითაც ისარგებლებენ ქურდები და მანქანას მარტივად გააღებენ.
ამიტომაც აუცილებლად შეამოწმეთ ხოლმე მანქანის ოთხივე კარი! და აუცილებლად გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს.