reportiori.ge - ნოდარ ჯავახიშვილი: ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:26
პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს...
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 10:34



გზებსა და ელექტროსისტემაში არსებული ვითარებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაინტერესდა, რომელმაც ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრებისთვის ინფორმაციის გაცნობა სთხოვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.


მისივე ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთი ისედაც დაკეტილი იყო და ახლა მლეთადანაც დაიკეტა გზა, რასაც ჯერჯერობით არაფერი ეშველება.

 

"ბოდიში მინდა მოვუხადო საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ზუსტად ახალი წლის ღამეს დაწყებულმა ძლიერმა თოვამ და ძლიერმა ყინვებმა გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ სერიოზული შეფერხება გამოიწვია.

 

იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან, იყო ტექნიკის პრობლემებიც.

 

არ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები, მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში.

ნაქერალაზე, ცაგერის მიმართულებით გვქონდა სერიოზული პრობლემები. სამი დღის განმავლობაში პრაქტიკულად არ იწმინდებოდა გზა, მოგვიწევს, ალბათ, გარკვეული საჯარიმო სანქციების გამოყენება. დღეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ჯვარი-ხაიშზე, გარდა იმისა, რომ ცოტა დაგვიანდა გაწმენდითი სამუშაოები, მერე ზვავები წამოვიდა და რამდენიმე ადგილას მანქანებიც კი იყო მოყოლილი. ახლა გაწმენდილია, მაგრამ დარჩა ვიწრო ადგილები, რომლებიც ბოლომდე ვერ გაიწმინდა და გარკვეულ ადგილებზე ერთი მიმართულებით გადის მანქანები, რასაც დარეგულირება სჭირდება.

 

გოდერძის უღელტეხილი ჩაკეტილია და ეს ალბათ, თებერვლის ბოლომდე იქნება, თუმცა მაღალგამავლიანობის მანქანების გასვლა ბათუმის მხრიდან კურორტზე შესაძლებელია.

 

კიდევ ერთხელ შეგვექმნა პრობლემები ჩხარაზე, იქ უკვე მეოთხედ წაიღო დროებითი გზა. გუშინ მქონდა სერიოზული საუბარი კონტრაქტორებთან, იქ იტალიელები მუშაობენ. 2 დღეში ალბათ ხიდი ისე გაკეთდება, რომ შემოვლითი გზა აღარ დაგვჭირდება. ასფალტი და ბეტონი არ იქნება, მაგრამ ხიდზე მანქანები გადავლენ და ეს პრობლემაც მოგვეხსნება.

 

გუდაურში ძალიან მაღალი ყინვების გამო წყალმომარაგების პრობლემები იყო, მაგრამ იმავე დღეს მოიხსნა. ოპერატიული კონტროლი მიდის. სამწუხაროდ, მილები ჩაწყობილია ზედაპირულად და რომ არ გაიყინოს, წყალი მოშვებულია. ოპერატიული მართვით პრაქტიკულად არავის უწყლოდ არ ვტოვებთ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016