reportiori.ge - დავით ნარმანია: დამრღვევ კომპანიებს, ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:32
პოლიტიკა
დავით ნარმანია: დამრღვევ კომპანიებს, ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრებათ
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 13:05



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობა გაძლიერებული იქნება. ნარმანია ამბობს, რომ იყო ორი-სამი კომპანია, რომლებსაც ვალდებულებების შესრულებისას პრობლემები შეექმნათ. ნარმანია საუბრობს, რომ დამრღვევ კომპანიებს, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრებათ:

 

"რაც შეეხება სანქციებს, მეც მინდა ამას გამოვეხმაურო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი. დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში ზედამხედველობას გავაძლიერებთ. ისევე, როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან იმისათვის, რომ ურთიერთობა ერთი მხრივ, არ გაცდეს სახელშეკრულებო ფარგლებს და მეორე მხრივ, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, დროულად და ხარისხიანად უნდა დაასრულოს.

 

გზებთან მიმართებაში იყო ორი-სამი კომპანია, რომლებსაც მართვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და შესაბამისად, დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე არიან კომუნიკაციების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები, რომლებთაც უზიანდებათ კომუნიკაციები ან დამატებით აქვთ გასაყვანი და ჩვენგან იღებენ ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მათგანმა დროულად დაასრულოს სამუშაო", - განაცხადა ნარმანიამ.



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


„სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირეველს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია, ბრიფინგის სახით, გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე - ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება. მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც ვუთხრათ.

 

ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას.

 

მთავრობა არის პასუხისმგებელი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს კარგი კომპანიები წაახალისოს, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები იქნას გამოყენებული და ეს ყველაფერი მომავალ ურთიერთობებში იქნას გათვალისწინებული. ამას რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016