ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მონაწილეობას იღებს გამოკითხვაში, რომელმაც NBA-ს სასტარტო ხუთეულების წევრები უნდა დაასახელოს. NBA All Stars-ის შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა. სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი თეიმურაზაშვილი მოქალაქეებს დეტალურად უხსნის - საკმარისია თუ არა ზაზა ფაჩულიასთვის მოქალაქეების მიერ მიცემული ხმები:
„გამოქვეყნდა მორიგი შუალედური შედეგები NBA All Star-ის ნომინანტებთან დაკავშირებით, სადაც ზაზა მე-8 პოზიციაზეა წინახაზელებს შორის, დასავლეთ კონფერენციაში. ამ თემასთან დაკავშირებით მიდის მასიური კამპანია კომუნიკაციის ყველა საშუალებით (რაც მისასალმებელია), მაგრამ გულშემატკივარს არცერთი წყარო არ აწვდის ინფორმაციას ნომინანტთა შერჩევის წესის შესახებ, რაც იწვევს გაურკვევლობას. შესაბამისად ხალხი ვერ ხვდება მე-8 ადგილი საკმარისია და უნდა "მოვდუნდეთ", თუ არ არის საკმარისი და უნდა "გავაქტიურდეთ" (უფრო მეტად).
არსებული წესის მიხედვით თითოეული კონფერენციიდან ირჩევა მხოლოდ 15 მოთამაშე და აქედან მხოლოდ 5 კალათბურთელის შერჩევის უფლება აქვს გულშემატკივარს (დანარჩენ 10-ს აკომპლექტებენ NBA-ის გუნდების მწვრთნელები, სადაც ზაზას მოხვედრის შანსი ნულის ტოლია). შესაბამისად ერთადერთი შანსი რჩება, რომ ზაზა ხმების რაოდენობით მოხვდეს დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში, საიდანაც მხოლოდ 3 იქნება ფორვარდი (დანარჩენი ორი მცველია და აქ ზაზა არაფერ შუაშია). ანუ მე-8 ადგილი საკმარისი არ არის და უნდა მოხვდეს პირველ სამეულში!!! არსებული მდგომარეობით 1 და 2-ე ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლებელია მიღებულ ხმებს შორის ძალიან დიდი სხვაობის გამო. ძნელად მისაღწევი, მაგრამ შედარებით რეალისტური იქნება მე-3 (გამსვლელი) ადგილი, თუმცა აქაც ზაზას უკვე მიღებული ხმებზე 70%-ით მეტი ჭირდება, რათა გადაასწროს მესამეადგილოსან დრეიმონდ გრინს.
დარჩენილია სულ 10 დღე ხმის მიცემის დასრულებამდე. ერთ გულშემატკივარს აქვს მხოლოდ ერთი ხმის მიცემის უფლება ერთი დღის განმავლობაში. თითოეული ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს!!!", - წერს გიორგი თეიმურაზაშვილი.