reportiori.ge - ბუფონა უშარვლოდ დარჩენილ ღრუბელზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბუფონა უშარვლოდ დარჩენილ ღრუბელზე
18 ნოემბერი, 2013. 16:08

ახლა რაღა ეშველება, მაგრამ მაინც მიადევნეთ ლამპარი და აუხსენით, მისი გუდის ენამჭევრო წევრებო, რომ `პატარა გედების ცეკვას~ დიდი ბატები არ ასრულებენ.

მიშაზე ვლაპარაკობ.

მოსკოვის `დიდი თეატრის~ ბრწყინვალე ბალერონი ნიკა ცისკარიძე `ცეკვავენ ვარსკვლავების~ პროვინციული ვარიანტის ჟიურიში რომ დაჯდა, სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან ასპარეზი, რომელსაც სცენა ჰქვია, მიშამ თავისი დივერტისმენტებით დაიპყრო. და სულ ახლახან ორი საქველმოქმედო კონცერტიც გამართა - ერთი საბავშვო ბაღში, მეორე თურქეთში, ჩვენებურებთან.

ერთი, ორი, სამი, ოთხი - ზემკლავი, წინმკლავი, განმკლავი, მიმკლავი... დილის გამამხნევებელი ვარჯიშის ეს მოძრაობა სააკაშვილის გაგებით ცეკვაა და რას აკეთებდა ამ დროს მისი `ბიუტიფლ~ ფეხები, ვერც მიშა გეტყვით, ვერც არნახული `ადაჟიოთი~ აღფრთოვანებული მისი ელექტორატი.

კლასიკა! მენჟინსკი და დიაგილევი! ბალანჩინი და `ბალეტის ჩინგის ყაენი~! და - მიმიქარავს `მეგაშოუს~ რუმბა და ჯაივი!

აცეკვეთ ეს ვარსკვლავი ამ ჯაგაჯუგში და რის მეორე ტური, რა მეორე ტური, ახლა ყველას პირზე რომ აკერია კოაბიტაციასთან ერთად, ისე ახვანცალდება, რომ გოჩა ჩერტკოევს ის ორი ღერი ქართულიც დაავიწყდება, მეტი ორიგინალობისთვის ამერიკულ აჯაფსანდალში რომ ურევს:

შლაპა გვერდზე დაგიხურავს

ამპარტავანსა გევხარო...

სცენა ყოველთვის იტაცებდა, განსაკუთრებით, როცა ხალხმრავალი `უფასო~ კონცერტები იმართებოდა და უფრო განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მცირეკალიბრიან მომღერალ გოგოებს მიკროფონთან დაინახავდა. ახუნტრუცდებოდა, ავარდებოდა, აიტაცებდა და ბუჩქებში პრაქტიკაგავლილ ნორჩ პატრიოტებს სახელდახელოდ უხსნიდა და თვალნათლივ წარმოუდგენდა ხელის გულზე ტარების ახალ-ახალ ვარიანტებს.

ცანგალა და გოგონაა,

ცანგალა და გოგონა...

უსამართლობას რა ვუთხარი, თორემ ამ ჩვენი პოლიტსოლისტისთვის ერთ დროს თბილისურ ეზოებში მონოსპექტაკლების უბადლო დამდგმელისა და აქტიორის, კოჭლი ბაბაიანცის სმენა და სისხარტე ღმერთს რომ დაენათლებინა, მსოფლიო სცენას დაიპყრობდა და, თუ მაინც და მაინც რუდოლფ ნურიევს არ შეადარებდნენ, Ну и его-ს (გაგრძელება იხ. ბენდუქიძის მდიდარ ლექსიკაში) ნაღდად არ დაიშურებდნენ.

ტანცგეურქა და ბაბაიანცი!

მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად!

ეს ბალერონი მაშინ უნდა გენახათ, ჯონ მაკეინთან ერთად მესტიაში სვანების ფერხულში რომ იყო ჩაბმული და მოულოდნელად ისეთ `არაბესკას~ გამოაგდებდა, რომელიც პარტნიორისთვის კვანტის დადებაზე უარესი იყო.

მცდელობა არ დაუკლია, რაც შეეძლო და როგორც შეეძლო იქნია და იცანცარა, ფეხის წვერებზეც კი შედგა, კარგად ითამაშა _ სათავისოდ, მაგრამ ბოლოს ისე წამოჰკრა ფეხი, რომ აგერ ალილო და 27 ოქტომბერი.

ჯინგველოო, ნანაიდა,

ჯინგველო, ნანაიდა.

ვოი, ნანა, და ვუი ჯინგველო: უშარვლოდ რჩება облако в штанах: Досыта изъиздеваюсь, нахальный и едкий („В. Маяковский Облако в штанах"). 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016