განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დავით ზალკალიანის კანდიდატურას აფასებს:
„დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციისათვის შეეთავაზებინა ძალიან მნიშვნელოვანი უწყების, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი და ოპოზიციური მხარე დათანხმებულიყო აღნიშნულ შემოთავაზებას.
ეს არის რეალური პოლიტიკა და ეს არის პოლიტიკური დონის ამაღლება. მიხარია ის, რომ ეს დღის წესრიგი „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა მოიყვანა და ამაყი ვარ იმით, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე ევროკავშირმა დაგვიდასტურა ვიზალიბერალიზაცია.
პოლიტიკური კულტურის ამაღლება და მაღალი სტანდარტი არის მთავარი წინაპირობა ქვეყნის განვითარების. ჩვენ ეს შევძელით", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.