reportiori.ge - ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი იხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:59
კულტურა
ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი იხსნება
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 16:47



საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს  კინოთეატრ "რუსთაველის" წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება.


ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართებადა, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები  მისი ცნობილი ფილმებიდან.


ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი .


1957 - 1959 წლებში იყო კინოსტუდია "მოსფილმი" -ს , 1960 წლიდან კი კინოსტუდია "ქართული ფილმი" - ს კინორეჟისორი.  


1976 - 1991 წლებში საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.



ელდარ შენგელაის 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. 

 

 

2009 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.



კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის  ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, სამანიშვილის დედინაცვალი, ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი და მრავალი სხვა. 


"ცისფერი მთები''  კი ,,კანის კლასიკაში''  20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.  


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016