რეგიონები
კახეთში 5 ნოტარიუსს უფლებამოსილება შეუჩერდა
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
18 ნოემბერი, 2013. 16:10
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, კახეთში მომუშავე 5 ნოტარიუსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ნოტარიუსთა პალატის ცნობით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრიდან ნინო ჩახტაურს (ყვარელი) ერთი თვის ვადით, ციალა კაციაშვილს (თელავი) სამი თვის ვადით, ნუგზარ თვალმიხელაშვილს (გურჯაანი) ორი თვის ვადით, ნუნუ ფრეწუაშვილს (ლაგოდეხი) რვა თვის ვადით და ზურაბ ჩიტიაშვილს (ლაგოდეხი) ოთხი თვის ვადით უფლებამოსილება შეუჩერდათ.
ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი ნოტარიუსების მიერ სანოტარო საქმიანობაში დაშვებული ხარვეზები გახდა.
საგარეჯოსა და სიღნაღში მომუშავე ნოტარიუსს უფლებამოსილება აღუდგათ.
ამ დროისთვის, კახეთში სულ 16 ნოტარიუსია.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57