reportiori.ge - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 11:49
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი:
08 იანვარი, 2016. 19:45



2016 წლის 8 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე   საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა.


მხარეებმა, ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტიანი განხორციელების მექანიზმებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე  ხაზი გაესვა ევროკავშირის როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირებით.


შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგიის ფარგლებში 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.


დასასრულს, იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზნით.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016