ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:
- იცი რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
- მოიცადე, - შეაჩერა სოკრატემ, - სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.
- სამ საცერში?
- დიახ, სამ საცერში. პირველი - ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
- არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.
- ესეიგი, შენ არ იცი სიმართლე თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე - ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?
- არა, პირიქით.
- ესეიგი - მშვიდად განაგრძობდა სოკრატე - შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი - ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?
- ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.
- მაშ ასე - დაასკვნა სოკრატემ - თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?
წყარო: qartuliarkhi.ge