სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს გადაუღებელი თოვის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ზუგდიდში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ხობში დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა და დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლების, ამინისტრაციული შენობების და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები.წალენჯიხისთვის მიყენებული ზარალი 450 000 ლარს, ამას გარდა ჩხოროწყუსთვის მიყენებული ზარალი 75 000 ლარს შეადგენს.
ამ დროის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდში ზარალი შეადგენს 300 000 ლარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი - 270 000 ლარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ მათი რაიონის ზარალი ამ დროისთვის 400 000 ლარს აღემატება.
ზარალის დამთვლელი კომისიების მუშაობის დასრულების შემდეგ მონაცემები ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება.
მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ზარალი აუნაზღაურდება.