„კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს რამდენად აღდგება კომუნიკაცია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის?" - „რეზონანსის" მიერ დასმულ შეკითხვას ექსპერტი გია ხუხაშვილი პასუხობს:
„მე ვფიქრობ, ეს გარდაუვალია. ჩვენი პოლიტიკური ელიტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უყურებენ არა სახელმწიფოებრივი, არამედ პოლიტიკური ინტერესის პრიზმაში. მე იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში ეს აღარ განმეორდება.
მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის უყვარს, მოსწონს ან არ მოსწონს, მთავარია ურთიერთპატივისცემა. თუ შენ სახელმწიფობრივად აზროვნებ და არ ხარ დაქვემდებარებული ვიწრო პოლიტიკურ კონექტურაზე, ვალდებული ხარ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა იქონიო. მე იმედი მაქვს, რომ კვირიკაშვილი ამ მხრივ პოზიტიურ მაგალითს აჩვენებს და რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ სურვილებია", - ამბობს ხუხაშვილი.
წყარო: რეზონანსი