reportiori.ge - რა აუკრძალა ბენჯამინ ფრანკლინმა სიკვდილის წინ საკუთარ ქალიშვილს და ვის უანდერძა მთელი ქონება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:19
სხვადასხვა
რა აუკრძალა ბენჯამინ ფრანკლინმა სიკვდილის წინ საკუთარ ქალიშვილს და ვის უანდერძა მთელი ქონება
ავტორი:
09 იანვარი, 2016. 21:02


ბენჯამინ ფრანკლინმა გარდაცვალების წინ თავის გოგონას ცოტა უცნაური, მაგრამ უკანასკნელი ნება გაანდო. მან თავის ქალიშვილს ძვირფასეულობის ტარება აუკრძალა, რადგან ამას პატივმოყვარე უსაქმურების მანერად მიიჩნევდა.


ფრანკლინს საფრანგეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებისას, საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XVI-მ ჯილდოდ 408 ბრილიანტით შემკულ ჩარჩოში ჩასმული საკუთარი პორტრეტი უბოძა.


მან სწორედ მეფის ეს პორტრეტი დაუტოვა სარა ფრანკლინს მემკვიდრეობათ, გარკვეული პირობით. მას ეშინოდა, რომ სარას შეეძლო, ბრილიანტები ჩარჩოდან ამოეღო და სამკაულებისთვის გამოეყენებინა.


ფრანკლინმა თითქმის მთელი თავისი ქონება საავადმყოფოებისა და სკოლების აშენება-მოწყობისთვის პენსილვანიის შტატს უანდერძა.


ბენჯამინ ფრანკლინი 1790 წელს გარდაიცვალა. ბენჯამინ ფრანკლინი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე იყო. დაკავებული იყო სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობით, მოგვიანებით კი ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი და პენსილვანიის რიგით მეექვსე მმართველი გახდა. ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის. ბენჯამინ ფრანკლინი ერთ-ერთია აშშ-ს ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია: 1. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია;


2. აშშ-ის კონსტიტუცია;


3. 1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის.



წყარო: plus.kvira.ge, ცირა შერგელაშვილი


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016