reportiori.ge - თბილისის „დინამოს” ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:32
სპორტი
თბილისის „დინამოს” ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა!
09 იანვარი, 2016. 23:49


გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, ვიტალი დარასელიას დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა. ის დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში. ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. მან თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში" გაატარა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალევე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თბილისის „დინამოში" 1975 წლიდან 1982 წლამდე იასპარეზა და 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. ერთ-ერთმა ცნობილმა უცხოელმა ჟურნალისტმა დაწერა, „ლივერპული" ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ მისი არცერთი ფეხბურთელი ამდენი მცველის მოტყუებაზე არ წავიდოდა, როგორც ეს ვიტალი დარასელიამ გააკეთაო". დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი თასების თასის ფინალურ შეხვედრაში კარლ ცეისის კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც თბილისის  „დინამოს" ისტორიაში მიჩნეულია ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. სსრკ-ს ჩემპიონი 1978, ვერცხლის მედალოსანი 1977, სამგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე და 1981 წელს. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიოდა 5 ჯერ.

 

 

ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. 2007 წელს მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე ვეტერანებმა მის პატივსაცემად მატჩი გამართეს. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი სწორედ დარასელიას სახელს ატარებს, ასევე „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.


 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016