ეპოქალური ფრენა რეტრო თვითმფრინავით - ბრიტანელმა მფრინავმა, ტრეისი კურტის-ტეილორმა დაასრულა საჰაერო სოლო-მოგზაურობა დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიამდე. 53 წლის ქალბატონმა თითქმის 21 ათასი კილომეტრი 1942 წელს გამოშვებული "ბოინგის" ორადგილიანი თვითმფრინავით იფრინა.
ტრეისი კურტის-ტეილორმა ბრიტანეთიდან აღმოსავლეთით 23 ქვეყნის თავზე გადაიფრინა და ორმოცდაათჯერ შეჩერდა საწვავის შესავსებად. მოგზაურობა თითქმის სამ თვეს გაგრძელდა.
ბრიტანელი მფრინავი ჰემფშირის საგრაფოდან პირველ ოქტომბერს გამოფრინდა და დღეს დილით საკუთარი "თვითერის" გვერდზე სიდნეიში მოგზაურობის დასასრული გვაუწყა.
თავის მხრივ, მან გაიმეორა საკუთარი თანამოქალაქის ემი ჯონსონის ეპოქალური მარშრუტი. ემი ჯონსონი იყო პირველი ქალბატონი, რომელიც 1930 წელს გაერთიანებული სამეფოდან ავსტრალიაში ჩაფრინდა.
წყარო 1TV