სირიის ხელისუფლება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მზადაა. განცხადება ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დამასკოში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელს სტეფან დე მისტურას მასპინძლობს.
გავრცელებული ცნობით, სირიის მთავრობა მოლაპარაკებების დაწყებამდე მონაწილეთა სიის შედგენას და ტერორისტული ჯგუფების განსაზღვრას ითხოვს. წინასწარი გეგმის თანახმად, 25 იანვარს ჟენევაში სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა უნდა ჩატარდეს, აპრილში კი, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეციალური კომიტეტი შეიქმნება.
ხელისუფლების, არმიისა და ოპოზიციური ჯგუფებისგან გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. გეგმა მაისის თვეში პარლამენტის დაშლას, ხოლო არაუგვიანეს ნოემბრისა, ახალი კონსტიტუციის შექმნასაც ითვალისწინებს. წარმატების შემთხვევაში, 2017 წელს, სირიის მასშტაბით, რეფერენდმის ჩატარება იგეგმება.
წყარო 1TV