reportiori.ge - მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობას ესტუმრებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:18
რეგიონები
მთავრობის წარმომადგენლები პანკისის ხეობას ესტუმრებიან
ავტორი:
10 იანვარი, 2016. 12:19



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთი დუმბაძე დღეს პანკისის ხეობას ესტუმრებიან.



მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ომალოში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" დახმარებით შექმნილ ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებსა და კურსის ხელმძღვანელს მოინახულებენ და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდებიან. შეხვედრები ახალგაზრდებთან სოფელ დუისში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში" გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მიეცემა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა.



პანკისის სტუმრები სოფელ ჯოყოლოსაც ეწვევიან და თექის დამუშავების სახელოსნოს მოსწავლე გოგონებს შეხვდებიან. სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრონ.



პანკისში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში ქართულის და ინგლისურის მასწავლებლებს მიავლენს. ხოლო, კულტურის სამინისტრო „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ბიბლიოთეკას საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს გადასცემს.





 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016